• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

სოფო კილაძე გედევან ფოფხაძეზე: ჭორაობასა და ცილისწამებას, ურჩევნია საქმე აკეთოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ PRESA.GE-სთან საუბრისას სოფო კილაძესთან დაკავშირებული ბრალდების განმარტება კატეგორიულად არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, ადგილი ჰქონდა პირადი საუბრის არასწორ ინტერპრეტაციას.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „იმედის კვირასთან“ სოფიო კილაძესთან კონფლიქტზე ისაუბრა. 

„მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ​
„​გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს“, - ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მისი პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის ბრალდებას ფაქსიმილეს გაყალბების თაობაზე განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ განმარტა, არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და ის რაზეც ფოფხაძე საუბრობს, მხოლოდ ცილისწამებაა.

„რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

თეგები :