• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2018
article

გიორგი კვირიკაშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდება.
 
არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილსა და კანონმდებლების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება, სადაც საუბარი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტს შეეხება.

პრემიერისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველი გუნდი ვანსა და ხონშო  მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატს დაასახელებს.

თეგები :