• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

ენძელა მაჭავარიანი: ნაკლები გულის ტკივილია, როცა ხელოსანი ამბობს „კარბურატორშიკს“

„ნაკლები გულის ტკივილია, როცა ხელოსანი ამბობს „კარბურატორშიკს“ და შეურაცხმყოფელია, როცა საელჩოში მიგვიწვევენ და ელჩი თავს ვალდებულად არ თვლის, ქართული ენის თარჯიმანი დაგვახვედროს და შეხვედრა ქართულ ენაზე წარიმართოს, ჩემთვის, როგორც კანონმდებლისთვის და როგორც სტუმრისთვის არის შეურაცხყოფა. მინდა ასეთ გლობალურ საკითხებს მივაქციოთ ყურადღება. მე ვარ ჩემი ენის გულშემატკივარი, ვიცი რა განძსაც ვფლობთ და ამ განძის სწორად დაფასებაში გვერდით დაგიდგებით“, -  ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ალიბეგაშვილს.

ენძელა მაჭავარიანმა ე.წ. აბრევიატურების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერმინ „შშმ“-ს თქმა ამ დრომდე უჭირს. 

„ვფიქრობ, აბრევიატურით მიმართვას ქართული ენა არ ითავსებს“, - თქვა პარლამენტარმა.​
​პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა დღეს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ალიბეგაშვილს მოუსმინეს.

თეგები :