• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

„რუსეთის განცხადება არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების უპრინციპო პოლიტიკისა“

„ეს განცხადება არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მაამებლური და უპრინციპო პოლიტიკისა,“-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ლავროვის უწყების განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერის მიმართვის საპასუხოდ გამოაქვეყნა თინა ბოკუჩავა დამცინავს უწოდებს.

„ეს განცხადება არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მაამებლური და უპრინციპო პოლიტიკისა, რომელსაც ის ატარებს ბოლო 5 წელია, რომელსაც ის ატარებს რუსეთის ფედერაციის მიმართ.

როდესაც პრემიერ-მინისტრისგან ვისმენთ მოღალატეობრივ განცხადებებს, როდესაც მათი მინისტრები პუტინს არ ცნობენ მტრად, როდესაც არ ისჯებიან ადამიანები, რომლებიც კლავენ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ზოლს მიღმა და ამის შესახებ ხელისუფლებას არ სურს მიიღოს პრინციპული და ქმედითი განცხადებები და რეზოლუციები პარლამენტში. ამ ნაბიჯებს ცხადია შემდგომ მოჰყვება სწორედ ისეთი დამცინავი განცხადებები, როგორიც მოვისმინეთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

თეგები :