• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

ნანა შატბერაშვილი: სტუდენტებმა საკრებულოს თავმჯდომარისაგან პასუხი ვერ მიიღეს კითხვაზე: რატომ იღებენ პრემია-დანამატებს

რუსთავის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტური ასოციაციის წევრებმა, სამარშრუტო ტაქსებზე შეღავათიანი ტარიფები მოითხოვეს, პასუხად კი, საკრებულოს თავმჯდომარისაგან „საქმის გარჩევა“ მიიღეს.

სტუდენტების მოთხოვნას მხარს უჭერს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, საკრებულოს სხდომაზე ღიად გამოხატეს მხარდაჭერა ახალგაზრდებისადმი...

დეტალური ინფორმაციის მისაღებად „პრესა.ჯი“ საკრებულოს წევრს, „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნანა შატბერაშვილს დაუკავშირდა. 

PRESA.GE: რა ხდებოდა რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, რა მოთხოვნები ჰქონდათ სტუდენტებს? 

ნანა შატბერაშვილი:  სტუდენტური ასოციაცის წევრებმა სხდომაზე შესვლა მოახეხეს.

ისინი თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსებზე შეღავათიან ტარიფს ითხოვდნენ. 

საკრებულოს თავმჯდომარემ მათ სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი, ამ ყველაფრის ინიცირებაში და პროვიკაციაში დაადანაშაულა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება.

რეალურად კი, სტუდენტების კითხვებსაც კი არ უსმენდნენ სხდომის წევრები. 

სტუდენტები საკმაოდ დიდხანს იყვნენ სხდომაზე, ისინი ცდილობდნენ როგორმე მიეღოთ პასუხი სხდომის თავმჯდომარისაგან...თუმცა, როდესაც მიხვდნენ რომ შეუძლებელი იყო პასუხის მიღება მისგან, სხდომა თავისი ნებით დატოვეს. 

- როგორც ცნობილია, სტუდენტები საკრებულოს წევრების პრემია-დანამატებსაც აპროტესტებდნენ...

 - ქართული ოცნების წარმომადგენელთა თქმით, სტუდენტურ ტარიფს იმიტომ ვერ აწესებენ რომ ბიუჯეტში თანხები არ აქვთ.

სტუდენტებმა კი, დასვეს ლეგიტიმური კითხვა: თუ ბიუჯეტში ფული არ არის, რატომ იღებდნენ ისინი პრემია-დანამატებს? თუმცა, ამ კითხვაზეც ვერ მიიღეს პასუხი.

თეგები :