• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2018
article

საკრებულოს თავმჯდომარე სტუდენტს: პროვოკატორი ხარ ბიჭო

ხმაური იყო რუსთავის საკრებულოს სხდომაზე. სტუდენტს, რომელიც რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებზე შეღავათიან ტარიფს ითხოვდა, საკრებულოს თავმჯდომარემ ასე მიმართა: პროვოკატორი ხარ, ბიჭო. 

დაძაბულობა და კამათი ამის შემდეგაც გაგრძელდა. ახალგაზრდებმა საკრებულოს თავმჯდომარეს ჰკითხეს, თუ რაში იღებდა პრემიებსა და დანამატებს, რაზეც მან ვერაფერი უპასუხა. 

„რა გაგიკეთებიათ რუსთავისათვის?“, - ასეთი კითხვით მიმართეს სტუდენტებმა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ქუჩური წესებით ცდილობდა "ურჩი ახალგაზრდებისათვის" „ჭკუა ესწავლებინა“. 

თეგები :