• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2018
article

"ის, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება სწრაფად ვერ სრულდება, საგამოძიებო ორგანოების ბრალი არ არის"

"ის, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება სწრაფად ვერ სრულდება, საქართველოს საგამოძიებო ორგანოების ბრალი არ არის. იმ სუბიექტზე ხელმისაწვდომობა, ვინც უნდა დაიკითხოს, ამ ეპატზე უზრუნველყოფილი არ არის".

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეზღუდვა პრობლემას შეუქმის პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ყველა საგამოძიებო მოქმედება, გარდა სუბიექტის დაკითხვისა, განხორციელებულია და მასშტაბური სამუშაოა გაწეული.

უმრავლესობის  ლიდერმა პოლიტიკური ოპონენტები აზერბაიჯანელ ჟურნალისტის საქმესთან მიმართებით პოლიტიკური ინტერესების არსებობაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “დროებითი საგამოძიებო კომისიის სახელწოდების უკან დგას განწყობა და გეგმა, რაც უმცირესობას საგამოძიებო კომისიის შექმნით გააჩნია“.

“რაც არ უნდა თქვათ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, თქვენი საუბარი პირდაპირ მიუთითებს, რომ თქვენი პოლიტიკური პარტიისათვის ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს. ერთი მხრივ, თქვენ ამბობთ, რომ გამოვიძიოთ, თუ რა მოხდა და მტკიცებით ფორმაში საუბრობთ იმაზე, რის გამოძიებასაც გეგმავთ. თქვენ უკვე იცით, რის თქმასაც აპირებთ საგამოძიოებო კომისიის ფარგლებში“, - მიმართა თალაკვაძემ “ევროპული საქართველოს“ წევრებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილეს.

უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

თეგები :