• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2018
article

ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს

ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთ საქმეზე ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ აუცილებელია კომისიის ფარგლებში პასუხი გაეცეს 22 ნოემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეზე გაჩენილ კითხვებს.

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ორივე კომისიის შექმნით ხელისულება ჩამოიწმენდს შავ ლაქას.

"აღმასრულებელი ხელისუფლება ფაქტობრივად ხელს აფარებს დამნაშავეებს. სხვა მექანიზმი დღეს საქართველოში არ არსებობს გარდა საგამოძიებო კომისიისა, რომელიც არის სპეციფიკური, რომელშიც მონაწილეობს ოპოზიცია და არსებობს, მეტი შანსი, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. კომისიის შექმნა იქნება გარკვეულწილად ჩამოწმენდა იმ შავი ლაქისა, რომელიც საქართველომ მიიღო საერთაშორისო ავტორიტეტის შექმნის სახით და ნიშნავს იმის შანსს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ დროულად,"-აცხადებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

თეგები :