• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს საკმევლის

საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ეშინია, როგორც ეშმაკს საკმევლის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOn-თან ინტერვიუში საქართველოში შესაძლო ექსტრადირებაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას რომ მისი ექსტრადირება სურდეს, ამას გუშინვე გააკეთებდა.

„ნუ მაცინებთ. საქართველოში ამ ხელისუფლებას ჩემი ეშინია როგორც ეშმაკს საკმევლის. მათ რომ ჩემი ექსტრადირებას სურდეთ, ამას ჯერ კიდევ გუშინ გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემს წინააღმდეგ არ აქვთ სერიოზული ბრალდებები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ დღეს ვარშავაში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

თეგები :