• თბილისი
  • 30°C
  • 25 მაისი, 2018
article

"არ არის კარგი, როდესაც ადამიანს აბრალებენ რაიმეს ხელაღებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე"

"ვერ გამოვრიცხავთ ვერაფერს, მაგრამ ისიც არ არის კარგი, როდესაც ადამიანს აბრალებენ რაიმეს ხელაღებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე."

ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ  სამსონ ქუთათელაძის ადვოკატის ბრალდებების შეფასებისას განაცხადა, რომელიც  შს მინისტრის მოადგილის მიმართ იქნა გამოთქმული.

სოფო კილაძის თქმით,  სისტემურ პრობლემებზე საუბარი ზედმეტია., თუმცა შესაძლებელია საუბარი იყოს ცალკეულ გადაცდომებთან დაკავშირებით. 

"ეს არის გამოძიების საკითხი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა კონკრეტულ დარღვევას ადგილი, რაც შს სამინისტროს და პროკურატურის პრეროგატივაა, პარლამენტი კი განახორციელებს ძალიან ეფექტიან კონტროლს“, - განაცხადა სოფიო კილაძემ. 

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში 40 საათით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა განახორციელა.

თეგები :