• თბილისი
  • 30°C
  • 17 ივლისი, 2018
article

"რატომ ვიღებთ ამ ხალხს ბინძული ხვრელებიდან? რაში გვჭირდება ჰაიტელები ან აფრიკიდან ჩამოსულები?"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა. 

ტრამპმა იმ ქვეყნებს, რომლიდანაც შტატებში მიგრანტები ჩადიან „ბინძური ხვრელები" უწოდა.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ მან ოვალურ დარბაზში კანონმდებლებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა. 

„რატომ ვიღებთ ამ ხალხს ბინძული ხვრელებიდან? რაში გვჭირდება ჰაიტელები ან აფრიკიდან ჩამოსულები? აშშ-მ უნდა მიიღოს ხალხი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია,“- განაცხადა პრეზიდენტმა. 

გაზეთ The Washington Post-ის ცნობით, ტრამპის ამ განცხადებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, როგორც დემოკრატიული პარტიის, ასევე ნაწილობრივ რესპუბლიკელების მხრიდანაც. გაზეთი წერს, რომ ასეთი გამონათქვამები მიგრაციის პრობლემაზე ორი პარტიის დისკუსიას კიდევ უფრო გაამწვავებს, რომელიც კონგრესში უნდა გაიმართოს. 


თეგები :