• თბილისი
  • 27°C
  • 20 ივნისი, 2018
article

აფიორა ბორჯომში - როგორ დააზარალა ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ“?

მორიგი სკანდალი „საოცნებო“ ხელისუფლებაში - ხელფასების გამო ბორჯომის ბიუჯეტი 65 ათასი ლარით დაზარალდა.

Presa.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 „ქართული ოცნების“ წევრია და 15 ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს.

როგორც ირკვევა, დეკემბრამდე უმცირესობის დეპუტატები - ივანე შალუტაშვილი, ოთარ არბოლიშვილი და ანდრო თედიაშვილი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ. ისინი დღემდე არ ესწრებიან სხდომებს და არ მიუღიათ მონაწილეობა მერის ბიუჯეტის დამტკიცებაში. 

ნაცვლად იმისა, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის გაძლიერებაში და აკეთონ საერთო საქმე, წარადგინეს ცნობა პარტია „კონსერვატორებსა“ და პარტია „მრეწველების“ გაწევრიანების შესახებ (ეს ხდება დეკემბრის თვეში), რათა ფრაქციები ჩამოაყალიბონ, დაინიშნონ  ფრაქციის თავმჯდომარეებად, ასევე მოადგილეებად და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეთ.

ჩვენი წყაროს ცნობით, 65 000 ლარი რაიონისთვის მინიმალური თანხაა, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარეებისა და მოადგილეების ხელფასისთვისაა გაწერილი. სწორედ ამ თაღლითობის მეშვეობით, მმართველმა პარტიამ ბიუჯეტი 65 ათასი ლარით აზარალა, თუმცა, ხელისუფლების მსგავსი ქმედებები უკვე არავის უკვირს და  ჩვეულ მოვლენადაა ქცეული.

თეგები :