• თბილისი
  • 30°C
  • 17 ივლისი, 2018
article

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა. პერსონები, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან - სწორედ ამ კატეგორიაში განათავსა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ფოტო.

უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს გაუჩინრდა, გაუჩინარების ადგილი - ქალაქი კიევი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს, სადაც უნდა დარეკონ მოქალაქეებმა, ვინც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით ძებნილ მიხეილ სააკაშვილს ნახავს. 

თეგები :