• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

მარგველაშვილის კრიმინალური კლანი და დღემდე გაუხმაურებელი სკანდალური ფაქტები

პრეზიდენტი  მარგველაშვილი, შეიძლება ითქვას რომ თავისი უქარიზმობით, უფუნქციობით, პასიურობითა თუ მოულოდნელი გაპრეზიდენტებით, ყველაზე ნაკლებად დაამახსოვრდება ისტორიას მის წინამორბედებთან შედარებით და აი, რატომ: 

ყველაფერი დაიწყო ასე...

მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხათრით აირჩია არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 60-მა პროცენტმა. 

ყველაზე კარგად თავად მან იცის: რომ არა ეს ორი ფაქტორი, მას პრეზიდენტად კი არა, თავისი საყვარელი დუშეთის რაიონის გამგებლადაც არ აირჩევდნენ.

მანამდე, მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო და მორჩილად ასრულებდა მილიარდერი პრემიერის დირექტივებს. 

კერძოდ: მან თანამედროვე საქართველოს ერთერთი გამოჩენილი მოღვაწისა და მოაზროვნის - კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებული აგრარული უნივერსიტეტის დახურვა და შესაბამისად, ათასობით სტუდენტის სწავლის გარეშე დატოვება სცადა. 

მიზეზი მილიარდერის შურისძიება იყო, რომელიც მარგველაშვილს უნდა განეხორციელებინა და განახორციელებდა კიდეც რომ არა სტუდენტთა შეუპოვრობა და მწვავე კრიტიკა.

საბოლოოდ, განათლების მაშინდელმა მინისტრმა, თავისი სამარცხვინო გადაწყვეტილება უკან წაიღო.

თუმცა, ამ ფაქტმა მაინც იქონია ნეგატიური გავლენა კახა ბენდუქიძის ცხოვრებაში, რომელიც იძულებული გახდა ქვეყნიდან გადახვეწილიყო და ტრაგიკულად დაესრულებინა სიცოცხლე, რომელშიც მორალურად პასუხისმგებელი, ალბათ, მარგველაშვილიცაა. 

კრიმინალი, კრიმინალი, კრიმინალი...

გიორგი მარგველაშვილის ოჯახის ირგვლივ მუდამ ისმის კრიმინალური ამბები. ამჟამად, მისი ცოლის ძმა მეოთხედ იხდის სასჯელს იარაღის უკანონოდ ტარებისათვის. 

სხვათაშორის, მარგველაშვილმა ის გაპრეზიდენტებისთანავე შეიწყალა, ხოლო შეწყალების მომენტში მესამედ იხდიდა სასჯელს ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობისათვის და მისჯილი 17 წლიდან მხოლოდ 2 წლამდე ჰქონდა მოხდილი. 

პრეზიდენტის მეუღლის სიძეს, მინდია გოგოჭურს კი 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 

მოკლულის მშობლები აცხადებენ რომ ტარყაშვილი მინდია გოგოჭურმა 4 სხვა თანამზრახველთან ერთად მოკლა, თუმცა, დღემდე დაუსჯელია.

მეტიც: პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, დიდი ალბათობით საკუთარი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით შეიწყალა განზრახ მკვლელობისათვის მსჯავრდებული პირი, გვარად ოქრიაშვილი, რომელმაც ციხიდან გამოსვლიდან მალევე, კვლავ ჩაიდინა მძიმე დანაშაული: განაჩენის მიხედვით, მან  24 წლის ახალგაზრდა მოკლა.

არსებობს ათამდე ფაქტი, რომლის მიხედვითაც მარგველაშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულობებისათვის გასამართლებული მსჯავრდებულები, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გაათავისუფლა, ხოლო მის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ისევ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს.

ამ ჩამონათვალს ემატება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მარგველაშვილის თხოვნით გამართლებული რამდენიმე პატიმარიც, რომელსაც პროკურატურა მძიმე დანაშაულს ედავებოდა. 
თუმცა, კულმინაცია იყო მარგველაშვილის მიერ ცოლის ქვით ცემისათვის მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალება, რომელმაც შეწყალების შემდეგ, ყოფილი ცოლის შვილს - 25 წლის გოგოს ყელი გამოჭრა ბარნოვზე. მარგველაშვილმა კი, თავისი უპასუხისმგებლობის გადაბრალება სხვაზე სცადა. 

მთავრობასთან დაპირისპირების დეტალები...

ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, მარგველაშვილმა ახალ პრემიერთანაც სცადა „სიტუაციის გამოსწორება“. 

ის რამდენჯერმე ესაუბრა კვირიკაშვილს იმის შესახებ, თუ „როგორ უყვარს და დიდ პატივს სცემს ბატონ ბიძინა ივანიშვილს“. 

პრეზიდენტმა პრემიერს ივანიშვილთან შერიგების მიზნით შუამდგომლობაც სთხოვა და დაამატა რომ „სადაც ბატონი ბიძინა იტყვის, იქ მივიდოდა“, თუმცა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - ივანიშვილს მარგველაშვილზე „გული აღარ მიუბრუნდა“.

იყო და არა იყო რა...

წელს საპრეზიდენტო არჩევნებია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად გახდომის შანსი კი, თითოეულ თქვენგანს უფრო გაქვთ, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს, რომელიც არავინ იცის რითი დაამახსოვრებს თავს თაობებსა და ისტორიას. 

ყოველ შემთხვევაში, მას აქამდე განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია და თუ აწი გახდება რეიგანი ან თუნდაც ნიქსონი, ესეც მალე უნდა გამოჩნდეს.

სამაგიეროდ, ამომრჩეველს, 2013-ში დაშვებულ შეცდომაზე, წესით, უნდა ესწავლა რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტი არა ვინმეს ხათრით ან სიძულვილით, არამედ,  გაკეთებული საქმეებისა და საარჩევნო პროგრამის მიხედვით უნდა აირჩიო. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელში შეგრჩება არა ქვეყნის ლიდერი, არამედ მკვლელებისა და "ბარიგების" მფარველი, რომელთა შეწყალებული კრიმინალები ადამიანებს ხოცავენ...

თეგები :