• თბილისი
  • 24°C
  • 26 სექტემბერი, 2018
article

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სამხარაულის ექსპერტები და გამომძიებელი გამოიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე კვლავ ბრალდების მხარე განაგრძობს მტკიცებულებების გამოკვლევას.

დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3 ექსპერტი და 1 გამომძიებელი დაიკითხება. აღნიშნულმა ექსპერტებმა მკვლელობის იარაღზე ჩაატარეს ექსპერტიზა, ერთი მათგანი კი ფსიქოლოგიური ექსპერტია.

ცნობისთვის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოკლულის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღრიარებს.

თეგები :