• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

ტობავარჩხილის ტერიტორიაზე უცნობი კაცი გერმანელი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა

სამეგრელოს რეგიონში, ტობავარჩხილის ტერიტორიაზე უცნობმა კაცმა ტურისტების კარავში შესვლა სცადა. ამის გამო ტურისტებმა 112-ში დარეკეს.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.

ტურისტები გერმანიიდან არიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით სურდა კაცს ტურისტების კარავში შეღწევა.  

თეგები :