• თბილისი
  • 27°C
  • 25 სექტემბერი, 2018
article

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.  შემთხვევა დღეს დილით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის. 

ადგილობრივების ინფორმაციით დაზარალებული თავდამსხმელს არ იცნობდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე არ არის ამბროლაურის მცხოვრები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები :