• თბილისი
  • 27°C
  • 25 სექტემბერი, 2018
article

მეტროსადგურ „ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა

თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა.

პირები, რომლებსაც ბრალი  წაუყენეს, კომპანიების – „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის” წარმომადგენლები არიან.

ოფიციალური ინფორმაცია და რა მუხლებით წარედგინათ ბრალი პირებს, ჯერ არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერი  მიმდინარე წლის 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე ჩაოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

თეგები :