• თბილისი
  • 27°C
  • 18 ივნისი, 2018
article

სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელ ჯეფი ატეფ ეზზატ აზიზს და მის მეუღლეს გუშინ, შუადღეს ამავე სოფელში მცხოვრები მამაკაცი თავს დაესხა.

როგორც ცოლ-ქმარი აცხადებს, მამაკაცს მათი კუთვნილი მაღაზიიდან ღვინის მიცემაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი მოკვლით დაემუქრა, შემდეგ კი ოჯახის კუთვნილი  ავტომანქანა ნაჯახით დააზიანა.

ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, დაზიანებული ავტომანქანა კი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

ოჯახი ამბობს, რომ მამაკაცი მკვლელობისთვის არის ნასამართლევი, ისინი დამნაშავის დაკავებას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ცოლ-ქმარს სახლში დარჩენის ეშინია და უსაფრთხოების მიზნით, ღამის გათევას პოლიციის განყოფილებაში აპირებენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.


თეგები :