• თბილისი
  • 27°C
  • 18 ივნისი, 2018
article

ბათუმში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ლიფტში დაჭრეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. 

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. 

ქიმების  ინფორმაციით, დაშავებულ ქალს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

თეგები :

კრიმინალი