• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

დავით სარალიძისა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრა ჩაიშალა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამისა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრა ჩაიშალა, - ამის მიზეზი ზაზა სარალიძესთან ერთად ადგილზე მისი უფლებადამცველების ყოფნა გახდა, რომლებიც შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ. 

როგორც მხარეებს პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა განუმარტა, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნებს, გარე პირებს აღნიშნული შინაარსის განხილვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზაზა სარალიძისა და უფლებადამცველების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი შეფასებით, მსგავსი აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ სასამართლო პროცესებზე და არა პროკურორთან შეხვედრების დროს. ზაზა სარალიძის შეფასებით, ირაკლი შოთაძეს შეეშინდა იმ კითხვებზე პასუხების გაცემის, რომელიც საქმეში არსებობს.