• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

თელავში 18 წლის ბიჭი დაჭრეს

თელავში სასაფლაოზე ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. 

შემთხვევის შედეგად მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თეგები :

კრიმინალი