• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

ჯავახიშვილზე აფთიაქი, კოსტავაზე „იოლი“, კასპში კი, ოჯახი დააყაჩაღეს

გახშირებული კრიმინალი უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. გასულ ღამეს თბილისში ორი ყაჩაღობა მოხდა. 

ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე ორმა პირმა ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღა. ეჭვმიტანილებმა, აფთიაქარს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. 

გარდა ამისა, ყაჩაღობა დაფიქსირდა კოსტავას ქუჩაზეც. 

აქ, ერთმა პირმა, დანის მუქარით სუპერმარკეტ „იოლიდან“ სცადა თანხის გატანა. 

მძიმე დანაშაული დაფიქსირდა კასპშიც. სოფელ ფერმაში, ალიოღლების სახლში ნიღბიანები შეიჭრნენ და თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს, ოჯახის წევრები კი, სასტიკად სცემეს.

შს სამინისტროში კი, გაზრდილი კრიმინალის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და მიიჩნევენ რომ „სიტუაცია სტაბილურია“.

თეგები :