• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

სიღნაღში მამამ ქალიშვილი სასტიკად სცემა - გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მამამ შვილი სცემა.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 27 წლის ქალია.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოძალადე ოჯახის რამდენიმე წევრს გაუსწორდა.

თუმცა, ახალგაზრდა ქალი, დაზიანებებიდან გამომდინარე, თავდაპირველად წნორის არქიმედეს კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. ქალს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

ადგილობრივების თქმით, ამ ოჯახში ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

მოძალადე მამაკაცი პოლიციამ დააკავა. საქმეს შ.ს. სიღნაღის პოლიციის სამმართველო იძიებს.


თეგები :