• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

რუსთავში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები მოიპარეს

რუსთავში, ლეონიძის სკვერში სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დააზიანეს და მოიპარეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე მცენარეა წაღებული.

უცნობმა პირებმა ნერგები გუშინ გვიან ღამით მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

აღნიშნულ სკვერში გამწვანების აქციის ფარგლებში, რამდენიმე ასეული სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი ხე-მცენარე დაირგო.

თეგები :