• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

თემქაზე მოკლული გოგონას შეყვარებული ბრალს არ აღიარებს

თემქაზე ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლადო გრიგალაშვილის ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წაუყენეს.

"საქმეში ფიგურირებს შავი BMW-ს მძღოლი, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ და არის რაღაც სხვა ურთიერთობები. გარდაცვლილსა და BMW-ს მძღოლს შორის იყო ინტიმური ურთიერთობა. ლადოს მიერ ნამდვილად არ არის მოკლული", - განაცხადა ოტიაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიებას გრიგალაშვილის მიმართ იქიდან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოკლული მისი შეყვარებულია და გრიგალაშვილს მასთან ღამის 04:00 საათამდე სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.
თემქაზე 20 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

თეგები :