• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს

თემქაზე, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ოტიაშვილის თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს.

„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში“, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

თეგები :