• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

ინციდენტი გორში - ეკლესიის ეზოში ხელყუმბარა იპოვეს

გორში, ხარების სახელობის ეკლესიის ეზოში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარა წერილთან ერთად აღმოაჩინეს. წერილში ავტორი შენდობასა და ცოდვების მიტევებას ითხოვს.

წერილის ავტორის ვინაობა უცნობია. მომხდარის შესახებ სასულიერო პირებმა სამართალდამცველებს აცნობეს.

ამ დროისთვის ეკლესიის ეზოში აღმოჩენილ ხელყუმბარასა და წერილს ექსპერტიზა უტარდება.

ადგილზე გორისა და ატენის მიტროპოლიტიც იმყოფებოდა. 

თეგები :