• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

შიდა ქართლში 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, თანაკლასელმა გააუპატიურა

შიდა ქართლში 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, თანაკლასელმა გააუპატიურა. 

მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, ორივე მოსწავლე ისევ ერთ კლასში ზის და სკოლის დირექტორი მათ იზოლირების აუცილებლობას ვერ ხედავს.

არავინ დაინტერესებულა არც დაზარალებული გოგონას ფსიქოლოგიური მდგომარეობით. ფსიქოლოგის დახმარება სკოლას მოზარდისთვის არც შეუთავაზებია.

დაზარალებული გოგონას ოჯახი ამბობს, რომ მათ სკოლის დირექტორს თანაკლასელის სხვა სკოლაში გადაყვანის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. 14 წლის გოგონას გარეთ გასვლის ეშინია. დაზარალებული გოგონას დედა ყვება, რომ ძალადობის კვალი შვილს შემთხვევით შენიშნა.

შემთხვევა სოფლის განაპირას მიტოვებულ შენობაში მოხდა. გოგონას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდზე სექსუალური ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ის მიტოვებულ სახლში თანაკლასელს ხშირად მიჰყავდა, დის მოკვლით აშინებდა და ძალადობდა.

სავარაუდო მოძალადის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს. 

გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. 

თეგები :