• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2018
article

SOS - თბილისის მეტროში ჯიბგირები გამოჩნდნენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი წერილს ავრცელებს. წერილში მომხმარებელი ყვება ამბავს, რომელიც მეზობელი მოხუცისგან დღეს მოისმინა. კერძოდ, ახალგაზრდა წერს:

"დღეს დილით მეზობელმა მოხუცმა კაცმა მომიყვა, თუ როგორ შეესწრო დილით მეტროში ამ ფაქტს. მეტროს ვაგონში ორი ახალგაზრდა უცხოელი მამაკაცი შემოვიდა. მოხუცის თქმით, შავგვრემანი ახალგაზრდები, სავარაუდოდ, აზიის ქვეყნიდან. წინ ქართველი ახალგაზრდა იჯდა, ხელზე ქურთუკი ჰქონდა გადაკიდებული. ეს ახალგაზრდა უცხოელებს მიუახლოვდა, რომლებიც ლაპარაკით იყვნენ გართულები და ვერაფერი შეამჩნიეს. ერთ-ერთ უცხოელს გახსნილ ქურთუკის ჯიბეში ჩუმად ხელი ჩაუყო და საფულე ამოუღო. დავინახე ყველაფერი, მაგრამ შიშით ხმა ვერ ამოვიღე, მითხრა მოხუცმა," - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და იქვე მოუწოდებს სამართალდამცავს ორგანოებს დროზე მიხედონ ამ პრობლემას, რომელიც თბილისში დიდი ხანია გადაჭრილი და წარსულს ჩაბარებული ეგონათ.

თეგები :