• თბილისი
  • 30°C
  • 25 მაისი, 2018
article

ქუთაისში ექსპრესბანკი დააყაჩაღეს - დაჭრილია იქ მყოფი მოქალაქე

კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს ბანკის ექსპრესბანკის ფილიალზე - ქუთაისში მომხდარი შემთხვევის შედეგად, ბანკში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე დაიჭრა. ყაჩაღობა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

დაჭრილი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი სადაც ის მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს. მამაკაცს ოპერაცია უტარდება. 

შსს-ში ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თეგები :