• თბილისი
  • 27°C
  • 24 სექტემბერი, 2018
article

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. 

ეკლესიის წინამძღვარის და კიდევ ერთი პირის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ასევე, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო ხუხაშვილიც დააკავეს.






თეგები :