• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე სოფელ აძვის სიახლოვეს, ტაძრის ეზოდან გაიტაცეს

ცოტა ხნის წინ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გატაცება სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა. მოსახლეობის ინფორმაციით, ორივე გატაცებული საოკუპაციო ზოლთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოსალოცად იმყოფებოდნენ.

ერთი გატაცებული სოფელ აძვის მკვიდრი იოსებ გუნდიშვილია, ხოლო მეორე გატაცებული დავით გერკეული სოფელ ახალუბნიდან არის.

ინფორმაციას, სოფელ აძვის გამგებელი ადასტურებს. 

თეგები :