• თბილისი
  • 30°C
  • 25 მაისი, 2018
article

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი უკვე მეოთხედ დააკავეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ის საოკუპაციო საზღვარზე ცხოვრობს და რუსული მავთულხლართი მის ეზოზე გადის, მისი ოჯახი კი ცხინვალში ცხოვრობს, რის გამოც მას ხშირად უხდება ე. წ. საზღვრის გადაკვეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის გენადი ბესტაევი ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში იმყოფება. მას დეფაქტო სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა კვლავ ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო შეუფარდა.  

თეგები :