• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

„მიუღებელია ასეთ ტიპის უფლებების უხეში დარღვევა, როგორიც ხორციელდება მეარაყიშვილის მიმართ“

ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად აფასებს ქართველი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დაკავებას, სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. ციხელაშვილის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება უკვე ინფორმირებულია.  

„აბსოლუტურად მიუღებელი გახლავთ ასეთ ტიპის უფლებების უხეში დარღვევა, როგორიც ხორციელდება თამარ მეარაყიშვილის მიმართ. მას სამოქალაქო საზოგადოება და მედია წრეები იცნობენ, როგორც აქტიურ პირს, რომელიც გარკვეულ პრობლემებზე წლების განმავლობაში. მსგავსი ქმედებები მის მიმართ უნდა შეწყდეს, უნდა შეწყდეს ზეწოლის მცდელობა, უნდა შეწყდეს დაშინების მცდელობა, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის გამონაკლისი. 

ზოგადად, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ორივე ტერიტორიაზე მოსახლეობის მიმართ განხორციელებული პოლიტიკა დე ფაქტო და არსებული ვითარების პირობებში, ქმნის ძალიან მძიმე სურათს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი ორი დღის წინ დააკავეს. მას შემდეგ კი, რაც საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო, გაათავისუფლეს, თუმცა, დროებით. სამოქალაქო აქტივისტსა და თავისუფალ ჟურნალისტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა ბრალს მმართველი ძალის მიმართ ცილისწამებაში სდებს.

თეგები :