• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

პაშა ბანკი - საერთაშორისო კონფერენციის „სასტუმროების მართვა“ ოქროს სპონსორი

21- 22 ივნისს ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ ჩატარდა  საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სასტუმროების მართვა“. აღნიშნული კონფერენციის ოქროს სპონსორი იყო პაშა ბანკი.

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივები, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, დაფინანსების შესაძლო წყაროები და სხვა.

ღონისძიების სპიკერებს შორის იყვნენ მსოფლიო ბრენდული სასტუმროების, მათ შორის ჰილტონის, მარიოტის, სასტუმროების ჯგუფ ლუვრის, ვინდჰემის, ბესტ ვესტერნ ინთერნეიშენელის და აკორის აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს ქვეყნების და საქართველოს რეგიონალური ხელმძღვანელები. საქართველოში სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საბანკო დაფინანსების ინსტრუმენტების და საინვესტიციო კრიტერიუმების შესახებ ისაუბრა პაშა ბანკის კორპორატიული საბანკო საქმიანობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ქაჯაიამ.

„პაშა ბანკი 2013 წლიდან სხვადასხვა ბიზნეს სექტორს უწევს საფინანსო მომსახურებას, მათ შორის სასტუმრო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია, რადგან კარგად ვხედავთ მის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დიდი სურვილი გვაქვს ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში.“ - განაცხადა ზვიად ქაჯაიამ, პაშა ბანკის კორპორატიული საბანკო საქმიანობის სამსახურის უფროსმა.

კონფერენციის ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ „აწარმოე საქართველოში“, აკადემიური პარტნიორი - ტურიზმის მიმართულებაში მსოფლიო ლიდერი, შვეიცარული სკოლა „ლე როშე“, პარტნიორები - "სასტუმრო ბილტმორი" და კომპანია „ვეზირი“.


თეგები :