• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

21 აპრილს The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყება

თიბისი სტატუსი და Easte Promotions წარმოგიდგენთ The Chemical Brothers-ს. დუეტი პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაუკრავს. ბილეთების პირველი კალათა 21 აპრილიდან გაიყიდება.

ბრიტანული დუეტი 1989 წელს შეიქმნა, 1998 წელს კი პირველად აიღო გრემი სიმღერით Block Rockin’ beats  ნომინაციაში როკის საუკეთესო ინსტუმენტული შესრულება. 2006 წელს მათ  გრემის ორი ჯილდო მიიღეს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისა და საუკეთესო საცეკვაო ალბობის კატეგორიაში. 2010 წელს კი ამ უკანასკნელ ნომინაციაში დუეტი კიდევ ერთხელ გახდა ჯილდოს მფლობელი ალბომითWe Are The Night.

ედ სიმსონისა და ტომ როულენდსის დუეტზე საუბრისას, აღსანიშავია მათი კოლაბორაციული პროექტების შთამბეჭდავი კატალოგი. სხვადასხვა დროს მათ ითანამშრომლეს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან New Order-ის სოლისტი ბერნარდ სამნერი, ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის A Tribe Called Quest-ის წევრი Q-Tip, Beck, Noel Gallagher, The Verve-ს ვოკალისტი რიჩარდ ეშკროფტი და Klaxsons.

The Chemical Brothers  ხშირად თანამშრომლობს ცნობილ რეჟისორებთანაც. მიშელ გონდრის მათი სამი კლიპი Let Forever Be, Star Guitar და Go ეკუთვნის. სპაიკ ჯონსმა კი ცნობილი ვიდეო Elektrobank გადაიღო, სადაც მთავარ როლს თავად სოფია კოპოლა თამაშობს. ვიდეოგრაფიაში ფიგურირებს ნიკ გოფრის და დომინიკ ჰოულის სახელიც.

“ჩვენ უკვე ბევრ ქორწინებაზე დიდი ხანია ერთად ვართ“ - ამბობს ტომ როულენდსი

ელექტრონული მუსიკოსების დუეტი, რომელიც უკვე 29 წელია არსებობს, მალე საქართველოს ეწვევა!


თეგები :