• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

„ზედაზენმა“ ლიმონათის რებრენდინგი განახორციელა

ზედაზენის“ განახლებული ლიმონათი უკვე გაყიდვაშია 

 

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე განახლებული ლიმონათი „ზედაზენი“ გამოიტანა. კომპანიამ გაითვალისწინა ბაზრისა და ლოიალური მომხმარებელის მოთხოვნები  და ლიმონათის რებრენდინგი განახორციელა.  

„ლიმონათის რებრენდინგის საკითხზე კვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მომხმარებელი მზად იყო ბრენდისგან სიახლე მიეღო. რებრენდინგის შედეგად შეიცვალა 1 ლიტრიანი და 2 ლიტრიანი ფორმატის ეტიკეტი და ბოთლის ფორმა. ეტიკეტი გახდა მომხმარებლისთვის ადვილად შესამჩნევი, მარტივი და დასამახსოვრებელი, ხოლო ბოთლის დიზაინი უფრო დახვეწილი და მოხერხებული“, აცხადებს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერი ნინკა მიშელაძე.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა მიქაცაძის განმარტებით კი წარმოებული კვლევების  შედეგად აღმოჩნდა, რომ „ზედაზენის ლიმონათი“ ლიდერობს გემოვნური თვისებებით, რაც  სწორედ მისი შემადგენლობითა და ხარისხითაა განპირობებული. სწორედ ამ ფონზე გადაწყდა, რომ შენარჩუნებულიყო ის მთავარი ინდიკატორი, რომლის მეშვეობითაც „ზედაზენის ლიმონათს“ წლების განმავლობაში ლოიალური მომხმარებელი ჰყავს.

„ბაზარი მუდმივად ვითარდება და ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ განახლებული, გაუმჯობესებული პროდუქტი, ამიტომ ახლო მომავალში იგეგმება სხვა ფორმატების განახლებაც. წლიურ ჭრილში ვგეგმავთ გაყიდვების 10% -15% იან ზრდას“, აცხადებს მიქაცაძე.

დღეისათვის „ქართული ლუდის კომპანია“ აწარმოებს 6 სახის ლიმონათს : მსხალი, ტარხუნა, ლიმონი, საფერავი, ნაღები, ფეიხოა.

კომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ ზრდადი მოთხოვნის ფონზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე.  

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლიმონათის პორტფელი ყველაზე მოთხოვნად ლიმონათად: მსხლის, ტარხუნისა და ლიმონის ლიმონათი მიიჩნევა.  

შეგახსენებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანია" დაარსდა 2011 წელს ერთი მიზნით: გამხდარიყო საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზრის ლიდერი. საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2011 წლის მაისში. მიუხედავად იმისა რომ საწარმო იქმნებოდა ცარიელ ადგილზე, მშენებლობის დაწყებიდან 7 თვეში უკვე შესაძლებელი გახდა საცდელი ლუდის ხარშვების დაწყება. ასეთ მცირე დროში  თანამედროვე ევროპული სტანდარტის წარმოების აწყობა შესაძლებელი გახდა ცეზარ ჩოჩელის გარშემო შემოკრებილი გუნდის გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით. 2012 წლის 2 აპრილს საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა ლუდსახარში "ზედაზენი"; საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ლუდი "ზედაზენი" და ლიმონათი "ზედაზენი".


თეგები :