• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

Reuters-ის ინფორმაციით, რომან ფიფია „BGEO Group“-ს 994 მილიონ დოლარს ლონდონის სასამართლოში ედავება

სააგენტო  „როიტერსის“ინფორმაციით,  ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში დაწყებულიასამართალწარმოება ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) სარჩელზე BGEO Group-ის(„BGEO“) წინააღმდეგ. BGEO არის ინგლისსა დაუელსში რეგისტრირებული კომპანია და მისი აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ბ-ნი ფიფია გახლდათ შპს „რუსთავის აზოტის“, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, აქტივებისსაბოლოო ბენეფიციარული მესაკუთრე. 2016 წლის აგვისტომდე შპს „რუსთავის აზოტი“ გახლდათაზოტოვანი სასუქების მწარმოებელი ქარხნის მესაკუთრე  და წარმატებით ოპერირებდა.

 2011 წელს შპს „რუსთავის აზოტმა“ დაბ-ნი ფიფიას კონტროლს დაქვემდებარებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება BGEO-ს შვილობილ კომპანიასთანსს „საქართველოს ბანკთან“.

„რუსთავის აზოტის“ ბიზნესიდა აქტივები გაიყიდა 2016 წლის სექტემბერში მოწყობილაუქციონზე („აუქციონი“).

ბ-ნი ფიფიას მტკიცებით, ხსენებულიაუქციონი არასწორად ჩატარდა, მასში ჩართულნი იყვნენ დაკავშირებული პირები, მათშორის BGEO, და შპს „რუსთავის აზოტის“ აქტივებიგასხვისდა, რეალურ ღირებულებასთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაფალ ფასად. ბ-ნი ფიფიასსარჩელით მოთხოვნილი თანხა, რომელიც სრულად აანაზღაურებს  მისთვის მიყენებულზიანს, შეადგენს მიახლოებით 994 მილიონ აშშ დოლარს. აღნიშნულ საქმეში, ბ-ნ ფიფიას წარმომადგენლებიარიან ლონდონის იურიდიული კომპანიები - Blake Morgan LLP და Three Stone.


თეგები :