• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

აგარის შაქრის კომპანიის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

აგარის შაქრის მწარმოებელი კომპანიის ადმინისტრაცია საწარმოში სამუშაო პროცესის შეწყვეტის შესახებ მანამდე გავრცელებულ ცნობებს სიმართლესთან შეუსაბამოს უწოდებს და საკითხის განმარტების მიზნით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.

კომპანიის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში აგარის შაქრის ქარხნის გაჩერების მიზეზები არასწორად გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებით, რამაც გადაგვაწყვეტინა, განმარტებები კიდევ ერთხელ გავაკეთოთ:

-         2017 წლის 1 ოქტომბრიდან ევროპის ქვეყნებს მოეხსნათ თეთრი შაქარის ექსპორტზე დაწესებული კვოტა, რამაც ახალი ტალღით გაზარდა საქართველოში, ევროპასთან 2016 წლიდან ამუშავებული თავისუფალი ვაჭრობის გამო ისედაც გაზრდილი, თეთრი შაქრის იმპორტის მოცულობა. თეთრი შაქრის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ამ გაზრდამ განაპირობა ფასების გლობალური შემცირება მასზე.  აგარის შაქრის მიერ წარმოეული თეთრი შქარი კი იმპორტირებულს კონკურენციას ვერ გაუწევდა, რადგან შაქრის ნედლეულის ფასი  მსოფლიო ბაზარზე არ შემცირდა თეთრი შაქრის ფასების ანალოგიურად, ხოლო ქარხნისთვის ნედლეულის გადამუშავების ხარჯები ცხადია იგივე დარჩა. რის გამოც 2017 წლის 1 ნოემბრიდან ქარხანა გავაჩერეთ და გადავიდა კონსერვაციის რეჟიმზე.

-         კომპანიამ ქარხნის თითოეულ თანამშრომელს დამსახურებული მადლობა გამოუცხადა, მათი მონდომებული და დაუღალავი მუშაობისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომის კოდექსის შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით და გასცა კანონით დადგენილი კომპენსაციები (ერთ მილიონ ლარამდე).

-         მესაკუთრეს, რომელსაც განხორციელებული აქვს ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია დიდი სურვილი აქვს, რომ ქარხანა ამუშავდეს და განაახლოს შაქრის გადამუშავება, რისთვისაც არ იშურებს ძლისხმევას და აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

-         ქარხნის შესაძლო ამუშავებისათვის, საჭიროა მიღებულ იქნეს რიგი კანონპროექტები კომპლექსური მოქმედებისათვის, რომელიც აშკარაა სწრაფად, მოკლე დროში ვერ მოხდება. ხოლო თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაიაფება მოხდა, მეპატრონე მზადაა დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია. ანალოგიურად მოვახერხეთ 2017 წლის ივნისში გაჩერებული ქარხნის ამუშავება.

-        18 მარტს სატელევიზიო ეთერით გაჟღერებულმა მუქარამ ჩვენი შეშფოთება გამოიწვია და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამომავლოდ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, აღმოგვიჩინოთ შესაბამისი დახმარება. კერძოდ, საპროტესტო აქციების მიმდინარე პერიოდში გააძლიეროთ პატრულირება ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამოყოთ სათადარიგო სახანძრო მანქანა, ასევე გთხოვთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ზეპირსიტყვიერი მიმართვით აცნობონ ყოფილ დასაქმებულებს მათ მიერ შესაძლო კანონის დარღვევის ფაქტის შესახებ და განუმარტონ საკუთრების ხელყოფის სავარაუდო სამართლებრივი შედეგების შესახებ.

-         გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მეპატრონე კრიპტო ვალუტის წარმოების ქარხანას ხსნის შაქრის ქარხანის ნაცვლად, არ შეესაბამება სიმართლეს. მოლაპარაკება იყო მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებაზე, რათა ისრაელიდან ინვესტორებს კრიპტო ვალუტის მაინინგის ერთი კონტეინერი საცდელად დაემონტაჟებინათ, რომელიც ქარხნაში შაქრის წარმოებას ხელს არ შეუშლიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეთანხმდა ეს საკითხი ინვესტორთან“.

აგარის შაქრის კომპანიის საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ნათბილაძე, ქარხნის მესაკუთრის წარმომადგენელი. ტელ: 597 97 77 77


თეგები :