• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

თიბისი საფულე - თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa -სთან ერთად ახალი პროდუქტი შექმნა

თიბისი ბანკმა MasterCard-სა და Visa-სთან ერთად ახალი პროდუქტი TBC Wallet, ანუ თიბისი საფულე, შექმნა. ანდროიდის ოპერაციულისისტემის ტელეფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მიზანი ფიზიკური საფულის ციფრულით ჩაანაცვლებაა.მომხმარებელს საშუალება აქვს, აპლიკაციაში დაამატოს თიბისი ბანკის  ნებისმიერი MasterCard ან VISA ბარათი და მობილური ტელეფონით, პლასტიკური ბარათის გამოყენებისგარეშე, შეასრულოს სასურველი ტრანზაქცია ნებისმიერ სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტში,სადაც არის POS ტერმინალი. აპლიკაციითასევე შესაძლებელია ტრანზაქციების ისტორიის ნახვა. ამასთანავე, თიბისი საფულეში მომხმარებლებსშეუძლიათ დაამატონ სხვადასხვა კომპანიების ლოიალურობის (დაგროვებითი/ფასდაკლების) ბარათებიცდა მარტივად, ტელეფონით გაატარონ ლოიალურობის ბარათები პარტნიორ კომპანიებში.

დღევანდელ დღეს, როდესაც სმარტფონებსინოვაციური ფუნქციები ყოველდღიურად ემატება, მსოფლიოს წამყვანი ბანკები უფრო და უფრომეტ ყურადღებას უთმობენ მათი პროდუქტების გაციფრულებას და მომხმარებლისთვის მაქსიმალურიკომფორტის შექმნას. სწორედ ამიტომ, თიბისი ბანკი წელს ისეთი ბანკების რიცხვს შეემატა,როგორებიცაა : Bank of America, Wells Fargo, Barclays, Citibank, რომლებიც კლიენტებს უკვე წლებია Wallet-ებს, ანუ ციფრულ საფულეებს, სთავაზობენ.

TBC Wallet -ისშექმნაში დიდი წვლილი თიბისი ბანკის პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებს - MasterCard-ს და Visa-ს მიუძღვით. პროექტი სწორედ ამ კომპანიების ფინანსურიმხარდაჭერით განხორციელდა.

MastercardEurope-ის საქართველოსა და ცენტარლური აზიის რეგიონული მენეჯერის, იგორ სტეპანოვისთქმით, TBCWallet-ის დანერგვამნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხო მომავლისკენ.

„უკონტაქტო გადახდების მომსახურებაახალ საფეხურზე ავიდა - სმარტფონი კომუნიკაციის უნივერსალური საშუალებაც არის და ამავედროს, უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებისთვისაც გამოიყენება. TBCWallet-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტული და უსაფრთხომომავლისკენ, რომელშიც ნაღდ ფულს ელექტრონული ანგარიშსწორება ჩაანაცვლებს. უკანასკნელიწლის განმავლობაში, 100-ზე მეტჯერ გაიზარდა Mastercard-ის ციფრული პლატფორმის (MDES) საშუალებით განხორციელებული გადახდებიმსოფლიო მასშტაბით. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ღიაობას სიახლეებისადმი, დარწმუნებულებიუნდა ვიყოთ, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება უკონტაქტო გადახდების ტენდენცია”.

ვიზას რეგიონულმამენეჯერმა ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში,  დმიტრო კრეპაკმა, თიბისის ახალი პროდუქტის მნიშვნელობაზეისაუბრა:  

„Visa-ს მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს მარტივი ოპერაციები,უსაფრთხოება და გადახდის დროს არჩევანის თავისუფლება Visa ბარათის ყველა მფლობელისთვის.თიბისი ბანკმა პირველმა შესთავაზა მომხმარებელს Visa-ს უკონტაქტო ბარათები, სტიკერებიდა ტოკენის საშუალებით მომსახურება, ისევე, როგორც მომგებიანი მობილური საბანკო სერვისებიდა ქართველი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სხვა ციფრული ტექნოლოგიები. TBCWallet,  რომელიცVisa Token Service-ის პლატფორმაზე  ფუქნციონირებს,მომხმარებელს საშუალებას აძლევს, Android-ის სისტემის ტელეფონის საშუალებით ისევე მარტივად განახორციელოსგადახდა, როგორც ბარათით. ამ მომსახურებასაქვს პოტენციალი, რომ გაზარდოს მომხმარებლის ცნობადობა და მოთხოვნა მობილურ გადახდებზექვეყნის მასშტაბით.  ჩვენსდიდი ხნის პარტნიორს ვულოცავთ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებას და ველითTBCWallet-ის წარმატებით დანერგვას საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც სიახლეებზეაორიენტირებული”.

თიბისი ბანკის საცალო ბიზნესის მართვის დირექტორის მოადგილის, ვაჟა ბერიაშვილისგანცხადებით, პროექტი  მომხმარებლისთვის მეტიკომფორტის შესაქმნელად განხორციელდა:  „თიბისი ბანკისთვის ახალი ციფრულიტექნოლოგიებისა და პროდუქტების საბანკო სერვისებში ინტეგრირება ძალიან მნიშვნელოვანია.მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად შევძელით ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელება.TBCWallet მომხმარებლებს საშუალებასმისცემს, ფიზიკური საფულე ციფრულით ჩაანაცვლონ და ტრანზაქციები უფრო მარტივად განახორციელონ,რაც მათ მეტ კომფორტს შეუქმნის. მომხმარებლების კმაყოფილება კი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”.

აღსანიშნავია, რომ TBC Wallet-ისშექმნისას გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, MasterCard-ის ტოკენპლატფორმა (MDES – MasterCard Digital Enablement Service) და VISA-ს ტოკენსერვისი (VTS – VISA Token Service)

ზოგადად, ტოკენიზაციაარის პროცესი, როდესაც სტანდარტულ გადახდის მონაცემებს (ბარათის 16-ნიშნა კოდს)ანაცვლებს უნიკალური „ციფრული ანგარიშის ნომერი“, რაც შემდგომ გამოიყენებაWallet-ით ტრანზაქციების განსახორციელებლად.

თამამად შეიძლებაითქვას, რომ აღნიშნული ტოკენ სერვისების გამოყენებით შექმნილი TBC Wallet გამოირჩევა განსაკუთრებული უსაფრთხოებით.აპლიკაციაში დაცულია ბარათის სენსიტიური ინფორმაცია და შესაბამისად,მომხმარებლისთვის კომფორტული და სწრაფი გადახდის სერვისის გარდა, დაცულიგადახდებიც ხელმისაწვდომი ხდება.

TBC Wallet აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია GooglePlay-დან, სახელით TBCWallet. აღსანიშნავია,რომ აპლიკაციით სარგებლობა სრულიად უფასოა და განხორციელებულ ტრანზაქციებზე არანაირიდამატებითი ტარიფები არ მოქმედებს. პროდუქტზე მეტი ინფორმაციის მიღება TBCWallet -ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

თიბისი საფულე - შენი მობილური საფულე!

www.tbcwallet.ge


თეგები :