• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2018
article

ახალი თაობის Toyota Camry უკვე საქართველოშია!

მაღალი ტექნოლოგიური მახასიათებლები, კომფორტი, უსაფრთხოება , მართვის დინამიკა და კომპლექტაცია – ეს ის ძირითადი  საფუძვლებია, რომლის განვითარებასაც ახალი ტოიოტა კამრი ეყრდნობა.

 ის, რომ სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი ამაში კავკასიის რეგიონის ჟურნალისტები კიდევ ერთხელ  მას შემდეგ დავრწმუნდით, რაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე  ტოიოტა კავკასიამ ახალი თაობის კამრის პრეზენტაცია გამართა

 სპეციალურად ამ ივენთისთვის საქართველოს  ახალი კამრის მთავარი ინჟინერი  მასატო კაცუმატაც ეწვია. მან ავტომობილი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ყველა წამყვანი მედია საშუალების ჟურნალისტს წარუდგინა. გარდა ამისა, ჟურნალისტებს რუსთავის ავტოდრომზე კამრის ტესტდრაივის  შესაძლებლობა მოგვეცა

 „ზოგადად როდესაც მომხმარებელი ირჩევს მანქანას, ის ხელმძღვანელობს რაციონალური  ღირებულებებით,  თუმცა დღეს  ეს ტენდენცია უკვე შეიცვალა - კლინტისთვის მნიშვენლოვანი გახდა ემოციური მხარეც. ტოიოტა კამრის შემქმნელებმა ეს გაითვალისწინეს და შექმნეს ავტომობილი, რომელიც პერფორმანსისა და პრაქტიკულობის კუთხით ფლობს უპირატესობას და ამავე დროს მომხმარებელს არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ სულიერადაც აგრძნობინებს გაუმჯობესებულ მართვის გამოცდილებას. ამ ავტომობილის განვითარებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მართვის დინამიკასა და მანქანის საერთო პერფორმანსს, რისი წყალობითაც კამრის მართვის გამოცდილება თვისობრივად სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა,“ - განმარტა ახალი „კამრის“ მთავარმა ინჟინერმა მასატო კაცუმატამ.“

 მე-8 თაობის „კამრი“ პირველი ავტომობილია, რომელიც სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA-Toyota New Global Architecture) დიზაინისა და ინჟინერიის ფილოსოფიას. „ტოიოტასთვის“ ეს უკვე მესამე ავტომობილია (Toyota Prius და Toyota C-HR), რომელიც TNGA ფილოსოფიით გამოვიდა, რაც ავტომობილში გაზრდილ უსაფრთხოებას, გაუმჯობესებულ დინამიურ მონაცემებს და დახვეწილ პერსონალურ მახასიათებლებს გულისხმობს.

 „ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში იმყოფება ტოიოტა კამრის მთავარი ინჟინერი.  ზოგადად, როცა იქმნება ახალი მანქანა, ყველაზე მთავარი ის არის, თუ ვინ გამართავს პრეზენტაციას, ანუ ვინ წარადგენს ახალ პროდუქტს. ის, რომ კამრის მთავარი ინჟინერი აქ არის,  ნიშნავს იმას, რომ ტოიოტა ამ რეგიონს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“ – განაცხადა ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტმა, მიცურუ კონიშიმ

 მე 8 თაობის კამრი ყველა ასპექტში ოპტიმიზირებულია,  ხმის იზოლაციით დაწყებული, დამთავრებული ხელსაწყოთა პანელით და დაწეული ხუფით, რაც აუმჯობესებს ხილვადობას. ტევადი სალონი კი აერთიანებს უმაღლეს ოსტობას სივრცესთან და პრაქტიკულობასთან ..  

   თუ თქვენ მონატრებული ხართ  მანქანის მართვის დროს სიმშვიდეს ქალაქსა თუ ღია გზებზე, მაშინ ახალი ტოიოტა კამრის შეძენა ხვალისთვის არ  გადადოთ..

 ახალი ტოიოტა კამრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან : „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“.

თეგები :