• თბილისი
  • 29°C
  • 18 ივნისი, 2018
article

„Oracle-ს დღე საქართველოში“ - იგრძენით და გამოსცადეთ მომავალი

ბიზნეს პროცესებისოპტიმიზაცია Oracle“-ს თანამედროვე და ინოვიაციურიღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით

21 თებერვალს,„Oracle-ს დღე საქართველოში“(Oracle Day in Georgia) ფარგლებშიგაიმართება ბიზნესკონფერენცია.ბიზნესკონფერენციის მთავარ მიზანს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანიქართველი სპეციალისტებისთვის „Oracle“-ს უნიკალურიციფრული ტექნოლოგიების გაცნობა და მისი გამოყენების მნიშვნელობა წარმოადგენს. კერძოდ,როგორ მოახდინონ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია Oracle“-ს თანამედროვედა ინოვიაციური ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ბიზენსკონფერენციას გახსნის და მოწვეულ სტუმრებს მიესალმება„Oracle“-ს კლასტერის ხელმძღვანელი რუსეთში, ყაზახეთში,ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ოლეგ ჟუკოვი.გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები ქართველ სპეციალისტებსწარუდგენენ ახალ პროგრამებს და უახლეს ინოვაციურ გადაწყვეტილებებსIT ტექნოლოგიებისსფეროში. ამასთან, განიხილავენ ღრუბლოვან ტექნოლოგიებს და გაუზიარებენ მზა რეცეპტებს,რაც ხელს შეუწყობს  ბიზნესის ციფრულ ეპოქაშიადაპტირებას, ხარჯების შემცირებასა დაIT ინფრასტურუქტურის განახლებას.

ჩვენ ვცხოვრობთ ახალ ეპოქაში, როცა იმედისმომცემი ტექნოლოგიურიშესაძლებლობები (ხელოვნური ინტელექტი, კომპუტერული სწავლება, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები,პროგნოზირებადი ანალიტიკა) ამსხვრევს წარსულის ბიზნესმოდელების სტერეოტიპებს, პროცესებსადა გადაწყვეტილებებს. როგორია ბიზნესმოდელების როლი ორგანიზაციისთვის, რომლებსაც არსურთ ჩამორჩენ სიახლეებს, შეიძინონ ლიდერების ფუნქცია მუდმივად მზარდი ინოვაციური ფორმატისმქონე ბაზრებზე? „Oracle-ს დღის“ პროგრამა  შექმნილია და სწორედ, მიზნად ისახავს, მოიძიოს ძირეულიპასუხები ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე.

ციფრული ტრანსფორმაცია დღეს უკვე ფაქტია. ის რაც სულცოტა ხნის წინ საინტერესო ტენდენციას წარმოადგენდა ახლა რეალობაა და გაჩნდა ახალი ვალდებულებები  ბიზნეს მართვაში. ის მოიცავს, როგორც ტექნოლოგიურცვლილებებს (მოწინავე პროგრამული ან ტექნიკური უზრუნველყოფის გამოყენებით), ისე ორგანიზაციისმართვის მოდელის გარდაქმნას. ამიტომაც „Oracle-ს ბიზნესკონფერენციაფოკუსირებული იქნება უახლეს ტენდენციებზე ბიზნესის ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

შესაბმისად, ბიზნესკონფერენციის დღის წესრიგი მოიცავსისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, როგორც მომავლის მონაცემთასაცავი, კიბერუსაფრთხოება და მისი შესაბამისობა „Oracle“-ს ინფორმაციულუსაფრთხოებასთან, „Oracle“-ს ანალიტიკური  ღრუბლოვანი სისტემები: ერთი პლატფორმა ბიზნესინფორმაციისადამონაცემთა ბაზის აღმოჩენისთვის, მონაცემთა თანამედროვე საცავები „Oracle“-ს ტექნოლოგიისსისტემებზე, „Oracle“-ს  ‘ჭკვიანი ჩეთბოტები“ ანუ ე.წ. ინტელექტუალური ჩათი,„Oracle“-ს  მონაცემთაბაზის ახალი მახასიათებლები (18c) და სიახლე DBMS - ავტონომიური მონაცემთა ბაზა დასხვა.

მიიღეთ მონაწილეობაბიზნესკონფერენციაში „Oracle-ს დღე საქართველოში“, შეიტყვეთ უფრო მეტი  „Oracle-ს ციფრული ტექნოლოგიების შესახებ,დაუსვით კითხვები Oracle“-ს  ექსპერტებს, ერთად განიხილეთ აქტუალური საკითხები,მიიღეთ მზა რეცეპტები და გამოიყენეთ ისინი თქვენი მომავლის გარდასაქმნელად. ბიზნესკონფერენციზე რეგისტრაციისთვის მიყევითბმულს:

https://eventreg.oracle.com/profile/web/index.cfm?PKwebID=0x530177abcd&source=EMMK171123P00026:OW:ES:LV


თეგები :