• თბილისი
  • 27°C
  • 20 ივნისი, 2018
article

კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სასტუმროების ქსელის გაფართოებას აგრძელებს

4 იანვარი, 2017 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ თბილისში მშენებარე სასტუმროს  წილი შეისყიდა. ბუტიკური ტიპის სასტუმრო მთაწმინაზე შენდება. ინვესტიციის ჯამური ღირებულება $4.1 მილიონია. ამ მონეტისთვის m2-ს აღნიშნული სასტუმროს წილის 50% ეკუთვნის, თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, დამატებით $1.9 მილიონის ინვესტიციისშემთხვევაში კომპანიას თავისი წილის 60%-მდე გაზრდა შეუძლია. სასტუმროს გახსნა 2019 წელსაა დაგეგმილი.

კომპანია „m2 უძრავი ქონების“ სტრატეგიული მიმართულებები საცხოვრებელი კოპლექსების განვითარება, უძრავი ქონების მართვა, სამშენებლო  საქმიანობის წარმოება და სასტუმროების ქსელის განვითარებაა. აღნიშნული შენაძენის შედეგად, კომპანია  „m2 უძრავი ქონება“ საკუთარ პორტფელში სასტუმროს კიდევ 100 ნომერს დაიმატებს. 


თეგები :