• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

ვაშლის უგემრიელესი პეროგი

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 4 ც. კვერცხი
  • 600 გრ. შაქარი
  • 2 ქილა მაწონი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1 ც. ვანილი
  • 400 გრ. მარგარინი
  • 6 ჭიქა (200 გრამიანი) ფქვილი
  • 6-7 ც. ვაშლი


1. კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ კოვზით. შემდეგ ცეცხლზე გავადნოთ მარგარინი და ჩავასხათ. მაწონში ჩავყაროთ სოდა, ამოვურიოთ და ჩავასხათ ამ მასაში. შემდეგ ჩავუმატოთ ვანილი და ფქვილი. ვურიოთ კარგად, რომ კოჟრები არ დარჩეს. ბოლოს ამ მასაში ჩავახეხოთ 4-5 ცალი ვაშლი, ამოვურიოთ და გადავიტანოთ საცხობ ლანგარზე.

2. ორი ცალი ვაშლი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ზემოდან ჩავაწყოთ.

3. ვაცხოთ 180 გრადუსზე. როდესაც გამოცხვება და გაგრილდება სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაფრქვიოთ ცოტაოდენი შაქრის პუდრაც.


თეგები :