• თბილისი
  • 30°C
  • 25 მაისი, 2018
article

უგემრიელესი ფუმფულა ბლინები

რეცეპტის ინგრედიენტები:

        1 1/2 ჭიქა ფქვილი
        3 1/2 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
        1 ჩაის კოვზი მარილი
        1 სუფრის კოვზი შაქარი
        1 1/4 ჭიქა რძე
        1 კვერცხი
        3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი

1. დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი და მარილი. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით რძე, გამდნარი კარაქი, ჩაატეხეთ კვერცხი. გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე და მოაცხეთ ცხიმი. გადაიტანეთ თხევადი ცომი პატარა ჩამჩით ან ჭიქის მეოთხედით თითოეულ ჯერზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან, სანამ არ შეყავისფერდება. მიირთვით ცხელი.

თეგები :