ნოემბრის დასაწყისში სქართველოში ეგვიპტის კულტურის დღეები გაიმართება
15:21:00     21-10-2011
ნოემბრის დასაწყისში სქართველოში ეგვიპტის კულტურის დღეები გაიმართება, ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განუცხადა. მისი თქმით, კვირეულის ფარგლებში ეგვიპტელები გამართავენ ორ კონცერტს და ერთ გამოფენას.
"საქართველოსა და ეგვიპტის დაახლოვება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას, პოლიტიკური კავშირების გამყარებას ამ რეგიონთან და ბუნებრივია ამას მივესალმებით ორივე ხელით" - განაცხადა ნიკოლოზ რურუამ და დასძინა, რომ ეგვიპტე რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. მისივე თქმით, ეგვიპტის კულტურის დღეების ჩატარება ეგვიპტეში საქართველოს კულტურის დღეების პასუხად გადაწყვიტეს.
"ეგვიპტის კულტურის დღეებთან დაკავშირებით მოგახსენებთ რომ ეს ფაქტი პასუხი არის იმ კატაკლიზმებისა, რომელიც ეგვიპტეში ვიხილეთ. მიუხედავად ამისა, ეგვიპტე რჩება ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად როგორც რეიგონში, ასევე მსოფლიოში" - აღნიშნა რურუამ.
GHN