2008 წლის აგვისტოში საქართველოს ცაზე მოთარეშე კიდევ ერთი რუსი მფრინავი დაიღუპა

  15:12:20     21-10-2011

ამურის ოლქის სერიშევსკის რაიონის აეროდრომზე დაშვებისას რუსული ბომბდამშენი "სუ-24" აფეთქდა. თვითმფრინავი ვორონეიდან გამოფრინდა და სერიშევსკში საწვავის მარაგის შესავსებად დაეშვა. ასაფრენ ზოლზე დაშვების სემდეგ ბომბდამშენი ზოლიდან გადავიდა, ჯერ გადაბრუნდა, შემდეგ კი აფეთქდა.

კაბინაში მყოფი ორი სამხედრო მფრინავი - 41 წლის ოლეგ ნოსკოვი და 33 წლის ვიტალი ნოვოსელსკი შემთხვევის ადგიზე დაიღუპნენ. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი - ნოსკოვი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს დასახლებულ პუნქტებს ბომბავდა და ზედიზედ განხორციელებული რამდენიმე საბრძოლო გაფრენისთვის რუსეთის მთავარსარდლის მადლობა ოფიციალურად აქვს მიღებული.

"დრონი.ჯი" შეგახსენებთ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ის რუსი პილოტები იღუპებიან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო გაფრენებს აწარმოებდნენ.

 

წყარო: დრონი.ჯი