ბლინები
10:46:47     21-10-2011
მასალა:
ლიმონის მჟავა - 1 ჩ/კ
კვერცხი - 2 ცალი
ფქვილი - 0.5 კგ
მარილი - 1 ჩ/კ
სოდა - 1 ჩ/კ
შაქარი - 2 ჩ/კ
შესქელებული რძე, მურაბა და არაჟანი - ( გემრიელად მირთმევისთვის)
2 კვერცხი ავთქვიფოთ, ჩავასხათ ფქვილით სავსე ჯამში, დავამატოთ მარილი, შაქარი, სოდა და კარგად ავურიოთ. არევის პროცესში თანდათან დავამატოთ წყალი (1ლ) ფარგლებში და კარგად ავურიოთ. ჩვენი ბლინებისთვის საჭიროა თხელი ცომი. გაცხელებულ ტაფას ვასხამთ ზეთს და ვიწყებთ ბლინების შეწვას.