დღეს კოტე ამირეჯიბის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

  10:43:04     20-10-2011

დღეს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" კოტე ამირეჯიბის პერსონალური გამოფენა მოეწყობა. ექსპოზიცია 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

"მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე, მცდელობა - ერთამანეთს შეუთავსო ემოციური და რაციონალური, კონკრეტული და აბსტრაქტული, ტრადიციული და თანამედროვე მხატვრული ფორმები. ასეთი სინთეზი აუცილებლად დარჩება ფორმალურ სქემად, თუ არ იქნება დიდი სიყვარული, რომლის გარეშე ნებისმიერ კონცეფციას აზრი ეკარგება", - აცხადებს ამირეჯიბი.

ამირეჯიბი დაიბადა 1964 წელს ქ. თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში.

1991 წ. ნიუ-ორლეანში, ლოიოლას უნივერისტეტში, მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა. 1992 წ. თბილისში ჩატარდა გამოფენა-აუქციონი.1993 წ. ბათუმშში - ქართველ მხატვართა გამოფენა-აუქციონი. 1996 წ. ათენში. გალერეა "ვერნისაჟში" მხატვარმა 2008 წელს მოაწყო გამოფენა.

მხატვრის ნამუშვრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, რუსეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იაპონიასა და გერმანიაში.

GHN